ნატო დავითაშვილი – ზილხა
ავტორი: ნატო დავითაშვილი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.14,00 ₾Current price is: 14,00 ₾.
ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს. პატარა ზილხა უდარდელად ცხოვრობს და არ სჯერა ბებიის, დიდი ზილხას, უძველესი ამბების. მისთვის ეს
მხოლოდ ზღაპრებია.მაგრამ, ერთხელაც, სიმშვიდე ირღვევა – მიწისქვეშეთში იღვიძებს ის ძალა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. იმ დღიდან ზილხას ცხოვრება იცვლება. სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილი გოგონა აღმოაჩენს, რომ ბებიის მონათხრობი ამბები უბრალო ზღაპრები კი არა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ცოდნა ყოფილა.
ზილხა მოგზაურობს სამყაროში, სადაც ცადაწვდენილი ტოტები და მიწისგულამდე ჩასული ფესვები ერთმანეთს ერწყმის, სადაც ვეებერთელა ხეები ტყეს რიგ-რიგობით იავნანათი აძინებენ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ, სადაც ლეგენდა რეალობად იქცევა და ბავშვური სიზმრები –
საგმირო საქმეებად. ზილხამ უნდა დაიჯეროს, რომ ერთი უსუსური პატარა გოგონა არ არის – საკუთარ თავში სამყაროს გადასარჩენად საჭირო ძალა უნდა მოიძიოს. „პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“ – ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და დაფუძნებულია აფხაზურ მითოლოგიასა და იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაზე დიდი ძალა საკუთარი თავის რწმენაა.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941318924
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| ფორმატი | |
| ყდა |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
ნინო სადღობელაშვილი – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლის
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – ჩუმად უნდა იჯდე
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – სული ჩიტი
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
