მთავარი » წიგნები » ჟურნალი ქართული მწერლობა – მაისი #31 2026

ჟურნალი ქართული მწერლობა – მაისი #31 2026

ავტორი: ჟურნალი ქართული მწერლობა

ჟურნალის ამ ნომერს ერთი უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ძაფი გასდევს: მეხსიერების.
ტექსტები, რომლებიც ამ ნომერში გაერთიანდა, სხვადასხვა ეპოქას, გამოცდილებას და ამ ეპოქებში ადამიანის ბედისწერას აღწერს, თუმცა ყველა მათგანში ერთი საერთო კითხვა ისმის: რა შეუძლია სიტყვას მაშინ, როდესაც ისტორია ადამიანს მძირე ხვედრს არგუნებს.
ჟურნალის ამ ნომერში თავმოყრილ თითქმის ყველა ტექსტს ის სურვილიც აერთიანებს, რომ ადამიანური გამოცდილება, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, სიტყვად იქცეს და დარჩეს. დარჩეს თუნდაც, როგორც პირადი აღსარება, ისტორიული მოწმობა და კულტურული მეხსიერება.
ჩვენს დღევანდელ რეალობაშიც ამ ტექსტების გმირების ისტორიები ცოცხლდება, მეხსიერება და დღევანდელი სინამდვილე ერთმანეთში გადაიხლართა. კვლავ საბრძოლო ველად იქცა სამშობლო, ისევ გვყავს რეპრესირებული მოქალაქეები, უკანონო პატიმრები, და რომ სიტყვას ჯერ კიდევ შეუძლია წინააღმდეგობა, ნუგეში და გადარჩენა.
 მაისის თვის ნომერში წაიკითხავთ:
➖ პოეზია არის ყველაზე ზუსტი მეცნიერება | ინტერვიუ ალეკო ცქიტიშვილთან (ესაუბრა თამარ მღებრიშვილი)
➖ ახალი ლექსები | ბექა ახალაია
➖ ლექსები | ნანა შონია
➖ ახალი ლექსები | ნატო ინგოროყვა
➖ მოთხრობა „დაშენება“ | საბა ლეკვეიშვილი
➖ მეთაური, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა | გიორგი აბდუშელაშვილი
➖ ამბად ქცეული ნუცა ღოღობერიძე | ლუკა ხატიაშვილი
➖ შემაჯამებელი ანგარიში | ანა მარგველაშვილი
➖ მეხსიერება და დელუზია | შირლი ჯექსონი (ინგლისურიდან თარგმნა ელისაბედ ფირცხალავამ)
➖ ოიდიპოსი, ანუ კოჭლი მეფე | ჟან ანუი (ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა)
▼ Show more

კატეგორია: დამხმარე რესურსები

სერია

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა