რაინერ მარია რილკე – დუინური ელეგიები
ავტორი: რაინერ მარია
11,95 ₾
1912 წელს, რაინერ მარია რილკე მეგობარ ქალს – მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს, დუინოს საგვარეულო კოშკში ესტუმრა. სწორედ იქ დაიბადა ელეგიების შექმნის იდეა. ეს ციკლი 1922 წლამდე იწერებოდა. დუინური ელეგიების ციკლი მსოფლიო პოეზიის მშვენებაა და თავისი ტრანსცენდენტური შინაარსით, სამყაროსა და ადამიანის ეპიკური ალუზიებით, მკითხველს მუდმივად აღელვებს.
„დუინური ელეგიები“, ისევე, როგორც რილკეს მთელი შემოქმედება, ქართულ ენაზე არაერთხელ ითარგმნა. ქართველი მკითხველი განებივრებულია ისეთი მწერლების მიერ შესრულებული საუკეთესო თარგმანებით, როგორებიცაა – ვახუშტი კოტეტიშვილი, ნაირა გელაშვილი, ლულუ დადიანი და სხვები.
ამჯერად, თქვენს წინაშეა თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი „დუინური ელეგიები“ და რილკეს სხვა ლექსები. რილკეს სამყაროსათვის დამახასიათებელი სიღრმე, მძლავრ მუსიკად ქცეული ხსოვნისა და წარმოსახვის ოქსიმორონი, დიადსა და ამაღლებულში გაცოცხლებული უჩინარი და უმცირესი, რაც ამ პოეზიის აღქმას სიცოცხლის უკიდურეს გამოცდილებად აქცევს – ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.
გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941314919
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – შვიდფრონტონიანი სახლი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
