ქართული ენა და ლიტერატურა ტესტები აბიტურიენტებისთვის
18,95 ₾
იცა არის სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც გამორჩეულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აერთიანებს. იგი 2020 წელს შეიქმნა და იცელების მეორე სკოლად და სახლად იქცა.
იცაში განათლებას იღებენ სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები და მასწავლებლობის მსურველები.
იცა თქვენ გთავაზობთ ხარისხიან სწავლებას შემდეგ საგნებში: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ინგლისური ენა, მათემატიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სხვა.
იცას მასწავლებლები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და კვალიფიციური პედაგოგები. მათი უმეტესობა არის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი, სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის გამსწორებელი და რაც მთავარია – თითოეული მათგანი ზრუნავს მოსწავლეებისთვის მეგობრული და ჰარმონიული გარემოს შექმნაზე.
იცელები საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან და იცა მათთან ურთიერთობას არასდროს წყვეტს.
იცა – შენი მეორე სკოლა და სახლი!
იცას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მათე წიკლაური პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროატლანტიკური მიმართულება. 2023 წელს ჩააბარა ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და ევროპის უნივერსიტეტში პედაგოგიური პრაქტიკის 60 კრედიტიანი პროგრამა გაიარა. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. მაღალ შედეგზე აქვს დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია.
არის თბილისის „მწვანე სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. აქვეყნებს სტატიებსა და რეცენზიებს მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შესახებ, იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, აღიარებულ სახელმძღვანელოებსა და საკუთარ მასალებს.
მისი თქმით, თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურ მიდგომასა და სწავლების პრინციპს საჭიროებს. პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო კი აუცილებელი ასპექტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
კატეგორია: დამხმარე რესურსები
| ავტორი |
მათე წიკლაური |
|---|
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
მარი მალაზონია – კვებითი შუქნიშანი
მარაგშია
