ქეთევან მეფარიძე – მეზობლად
ავტორი: ქეთევან მეფარიძე
10,95 ₾
„მეზობლად“ დებიუტანტი ავტორის ექსტრავაგანტურ მოთხრობებს აერთიანებს. გამოგონილ ქალაქებსა თუ კუნძულებზე ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარი წაშლილია, ვნებისაღმძვრელ პასაჟებს მჟავე ფორთოხლის სურნელი ანეიტრალებს, სევდიან ქალთევზებს რთული ხასიათის ბებიები ენაცვლებიან, სკივრში ჩაკეტილი, სიცოცხლეწართმეული გოგონების ისტორიებისა თუ ჩახლართული მეზობლური ურთიერთობების კვანძი ორიგინალურად იხსნება.
წიგნში ტაფად ქცეულ თუ სიკვდილთან მოსაუბრე ქალებსაც აღმოაჩენთ და ყოველდღიურობის რუტინული უდარდელობის დაკარგვის სიმპტომებშიც საფუძვლიანად გაერკვევით. მოსაუბრე ნივთები კი მოვლენებსა და პერსონაჟებს სრულიად მოულოდნელ რაკურსებში წარმოაჩენენ.
ქეთევან მეფარიძემ სადებიუტო მოთხრობა 2007 წელს, ლიტერატურულ კონკურს „ალუბლობისთვის“ დაწერა და „რიტმული პროზის“ ნომინაციში გაიმარჯვა.
2014 წელს სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსზე „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ადგილი დაიმსახურა.
2015 წელს კი ბათუმში გამართული ლიტერატურული ფესტივალის – „ინსომნიას“ ფინალისტი გახდა.
სწორედ ამ კონკურსებისთვის შექმნილ მოთხრობებს აერთიანებს მისი სადებიუტო წიგნი.
იმედი მაქვს, ახალგაზრდა ავტორი მალე გაიჩენს თავის მკითხველს და ორიგინალური სტილით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941470714
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2017 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – ირინეს ზღაპრები
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი
მარაგშია
