ჰაროლდ პინტერი – ქონდრისკაცები
ავტორი: ჰაროლდ პინტერი
16,95 ₾ Original price was: 16,95 ₾.11,01 ₾Current price is: 11,01 ₾.
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თავის ჩანაწერებში წერს: „მიხარია, რომ ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში პატივი მიაგო ჰაროლდ პინტერს: ნანა ხატისკაცმა რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე დადგა მისი „კარისკაცი“, იმდროინდელი ქართული რეპერტუარისთვის უჩვეულო, დახვეწილი, შავი იუმორითა და
ტრაგიზმით სავსე სპექტაკლი.
ორი ძმა და კარისკაცი ავთო მახარაძე, მერაბ თავაძე და ბორის წიფურია… სამი ადამიანი, აბსურდულ სიტუაციაში
ჩართული, ერთმანეთში ჩახლართული ბედით, ერთმანეთზე ბატონობის წყურვილით შეპყრობილნი. ნანამ, რომელიც
სულით ხორცამდე რეჟისორი და ნამდვილი ნოვატორი იყო, მხატვრული ინტუიციით შექმნა ის სივრცე, რომელიც
თურმე არსებითი იყო პინტერის დრამატურგიაში. სპექტაკლში ბატონობდა პინტერისეული დუმილი, პერსონაჟთა უეცარი გაჩუმება, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ და გამოხატავენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. დუმილი, რომელიც თავის თავში იტევს ტყუილს. რეჟისორმა ამოატივტივა პიესის არსი: ყველაზე ბანალურ სიტუაციაში – ორი ძმის ურთიერთობაში – გამოააშკარავა ადამიანის შემაშფოთებელი მისწრაფება, დაიმორჩილოს მეორე ადამიანი, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი – ადამიანის იმპერატიული მოთხოვნილება.
სამწუხარო ის არის, რომ სპექტაკლი მაყურებელმა თითქმის ვერ ნახა. ის გენერალური რეპეტიციის მერე აკრძალეს; როგორც ჩანს, ცენზურამ მასში საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი ტენდენციები დაინახა“.
კატეგორია: დრამატურგია
ISBN: 9789941482458
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2019 |
| ენა | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნინო ხარატიშვილი – ლომგულები
მარაგშია
იუჯინ ონილი – გრძელი დღის შემოღამება
მარაგშია
დათო ტურაშვილი – ხალდე-ლაჰილ
მარაგშია
ბასა ჯანიკაშვილი – ნინოს ბედნიერება
მარაგშია
ბასა ჯანიკაშვილი – სულები და თანამოაზრენი
მარაგშია
დათო ტურაშვილი – ხაშურის სევდა
მარაგშია
ეკატერინე ტოგონიძე – ექვსი ნოეს კიდობანი
მარაგშია
ლია(ნა) ელიავა – თავისუფლების მისტერია
მარაგშია
ბასა ჯანიკაშვილი – ხუთი კომედია
მარაგშია
მანანა დოიაშვილი – მეცამეტე თვე
მარაგშია
სემუელ ბეკეტი – გოდოს მოლოდინში
მარაგშია
ნინო ხარატიშვილი – მსახურთა შემოდგომა
მარაგშია
