ალეხო კარპენტიერი – დევნილი
ავტორი: ალეხო კარპენტიერი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.14,00 ₾Current price is: 14,00 ₾.
ალეხო კარპენტიერის „დევნილი“ მათთვისაა, ვინც ძლიერმოქმედ, გამორჩეული სტილით დაწერილ ლიტერატურას ეტანება, ვისაც ლათინოამერიკელი მწერლები უყვარს და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვის ოსტატობა აღაფრთოვანებს. ცნობილი ფაქტია, რომ გაბრიელ გარსია მარკესს კარპენტიერის რომანების წაკითხვის შემდეგ, თავისი „მარტოობის ასი წელიწადი“ მთლიანად გადაუმუშავებია.
კუბელმა მწერალმა ეს წიგნი 1955 წელს დაწერა, მაშინ, როდესაც კუბას დიქტატორი ფულხენსიო ბატისტა მართავდა, თვითონ კარპენტიერი კი, სამშობლოს გარიდებული, ვენესუელაში ცხოვრობდა. ალეხო კარპენტიერი მაგიური რეალიზმის მიმდევრად მიიჩნევა, თუმცა თვითონ საკუთარი ლიტერატურული მომდინარეობის ჩამოყალიბებაც სცადა და მას Real Maravilloso – საოცარი სინამდვილე უწოდა.
ნაწარმოებში 1930-1933 წლების, კუბაზე ხერარსო მაჩადოს დიქტარორული რეჟიმის დამხობის შემდგომი მოვლენებია აღწერილი. რომანის მთავარი გმირი კი პროვინციელი სტუდენტია, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი, თავისდაუნებურად, ტერორისტი რომ გამხდარა. მის უკანასკნელ თავშესაფრად საკონცერტო დარბაზი გადაიქცევა და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ბეთჰოვენის მესამე – „გმირთა სიმფონია“ ნაწარმოების დასაწყისისა და ფინალის ფონია, ეს რომანი კი 46 წუთში − ამ სიმფონიის შესასრულებლად საჭირო დროში ჩატეულ, მთავარი გმირის შიშით, სინდისის ქენჯნით, მბორგავი ფიქრებითა, და მოგონებებით სავსე სამყაროს მოიცავს.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941317422
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ესპანური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – შვიდფრონტონიანი სახლი
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
