ბესო პაპასქუა – ფსიქოტროპული ფოიერვერკი
ავტორი: ბესო პაპასქუა
7,95 ₾ Original price was: 7,95 ₾.5,57 ₾Current price is: 5,57 ₾.
„ბესო პაპასქუას „ფსიქოტროპული ფოიერვერკი“ ერთ-ერთი ის რომანია, სადაც სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარის გარჩევა ძნელია და, საერთოდ, ჩანს, ეს არც არის ავტორის მიზანი. აქ, ყველაფერთან ერთად, თითქოს ისევ წამოიჭრება საკითხი, სამყარო რეალურია თუ ის ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია – როგორც ბუდისტურ ლეგენდებში ან ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაშია. რომანში არც დროა კონკრეტული, მაგრამ მინიშნებებით შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ მასში მოთხრობილია სამოქალაქო ომის და მისი შემდგომი მოვლენები. სიუჟეტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მთხრობელი არის პერსონაჟი (ან პერსონაჟები), რომელიც (რომლებიც) სამოქალაქო დაპირისპირების ნიადაგზე, დანაშაულს ჩაიდენს და ხილულ სამყაროს ლიტერატურის სამყაროში გაურბის.
ლიტერატურაში ცნობილია იმ ტიპის თხრობა, როდესაც ავტორი და პერსონაჟი ინტერაქციაში შედიან ერთმანეთთან – დაწყებული პირანდელოდან, მიგელ დე უნამუნოს „ბურუსით“ დამთავრებული. ამავე დროს, რომანმა, თავისი სიურრეალობით და ესკაპიზმით, შეიძლება მიშელ გონდრის „ძილის მეცნიერება“ ან იან კომასას „თვითმკვლელობის ოთახი“ გაგვახსენოს.
მთელი რომანი, ვიზუალურობის გამო, შეგვიძლია კინოს შევადაროთ და ერთგვარი კინოპოეზია ვუწოდოთ. მით უმეტეს, რომ აქ ძალიან შთამბეჭდავია ბავშვის თვალით დანახული ომი, რომლის მსგავსიც ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება – პოეტური და, იმავდროულად, სასტიკი, როგორც პრიმიტივისტი მხატვრების შემოქმედებაში“, გაგა ლომიძე.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941458439
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2017 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
მირიან რჩეულიშვილი – სხვების თბილისი
მარაგშია
დავით ქაშიაშვილი – ვირთაგვა
მარაგშია
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
გურამ ოდიშარია – სალამია
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
ნოშრევან არაბული – ხევსურული შუღლი და დოღი
მარაგშია
სალომე მიქაძე – პაწაწინა
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
მაკა ჯოხაძე – ისკარიოტის ეკლები
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – Delirium
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – სული ჩიტი
მარაგშია
ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლის
მარაგშია
