გენო კალანდია – აფხაზური რვეულიდან ჩანაწერები
ავტორი: გენო კალანდია
14,95 ₾
„აფხაზური რვეულიდან“ გენო კალანდიას – ქართველი პოეტის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ოდისეაა, ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ჩანაწერებისა და დოკუმენტური ნოველების სახით.
ფიქრის და მოქმედების, ემოციის და პრაგმატულობის, პოეზიისა და პოლიტიკური საქმიანობის, ოჯახზე ზრუნვისა და ნიმფებთან გატარებული თითოეული წუთის, ტრაგედიებისა და შინაგანი რწმენით დამუხტვის, მეგობრებში დროსტარებისა და სიმარტოვეში თავჩარგვის, ადამიანების დაკარგვისა და მტრის დაკარგული შვილის საძებრად ბრძოლის ველზე გავარდნისაა ეს წიგნი. ამ ყველაფრის გააზრების, განცდისა და მონატრების.
„ჩვენ ჩვენივე შვილები გაგვასამართლებენ. რაც მალე შედგება ეგ სამსჯავრო, მით უკეთესი ჩვენი ბედკრული ქვეყნისთვის“ – წერს გენო კალანდია და ეს სინანულის განწყობაზე ნათქვამი შემთხვევითი სიტყვები კი არაა მხოლოდ, ესაა ერთ-ერთი გასაღები, რომლითაც „აფხაზური რვეულის“ ავტორის სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა გაიხსნას და განიმარტოს.
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941316678
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2023 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 1 ტომი (გილგამეშიდან ენეასამდე )
მარაგშია
ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 2 ტომი (რუსთაველიდან ნიცშემდე)
მარაგშია
