გიორგი ზანგური – გამამეორე
ავტორი: გიორგი ზანგური
11,95 ₾ Original price was: 11,95 ₾.4,00 ₾Current price is: 4,00 ₾.
გამამეორე – გიორგი ზანგურის პოეტური კრებულია, რომელშიც მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა ლექსებმა მოიყარა თავი.
ბევრი მათგანი აქამდე გამოცემულ წიგნებშია დაბეჭდილი, ბევრი კი თავად ავტორისგან მოუსმენიათ, სხვადასხვა დროს და ადგილას გამართულ პოეზიის საღამოებზე. მათი ხელახლა, საერთო კრებულის სახით გამოცემაც სწორედ მკითხველების სიყვარულმა და სურვილმა განაპირობა.
პროფესიით მსახიობმა გიორგი ზანგურმა თავისი მსოფლხედვის, განცდისა და მრწამსის გამოსახატად პოეზია აირჩია და ისეთივე თავგანწირვით, პირუთვნელი შემოქმედებითი ემოციით ერთგულებს მას, როგორც სცენას. მისი ლექსები მისივე განხორციელებული თუ განუხორციელებელი როლების, ეტიუდების, რემარკების გაგრძელებებია.
წიგნის მნიშვნელოვანი კამერტონია მარტოობაც – პოეტის ყველაზე ბუნებრივი და ექსპრესიული დიალოგი გარე სამყაროსთან, თავის შესაცნობად და სრულყოფისკენ მიმავალ გზებზე სამოგზაუროდ.
ახალ კრებულში თქვენ წინაშეა არტისტი, ამ მდგომარეობის ყველაზე თანამედროვე მნიშვნელობით, ვისთვისაც ხელოვნება არა მხოლოდ პირადი არჩევანი, არამედ ცხოვრების წესი და პროფესიული ოსტატობაა.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941466397
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2016 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნათელა ჯანელიძე – პირანიები
მარაგშია
თამარ ჟღენტი – მელიას კუდი
მარაგშია
ვახტანგ ჯავახაძე – თურმეობითი
მარაგშია
გიორგი ბალახაშვილი – თილისმა
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
მარაგშია
თამარ ჟღენტი – წამისყოფა
მარაგშია
ბესიკ ხარანაული – დიდი სმა
მარაგშია
