გიორგი შალამბერიძე – თიბათვის ნისლი
ავტორი: გიორგი შალამბერიძე
17,95 ₾ Original price was: 17,95 ₾.12,57 ₾Current price is: 12,57 ₾.
„გიორგი შალამბერიძის პოეტურ კრებულს მკაფიო დინამიკა აქვს: ნიავის სიფაქიზით იწყება და ხორკლიანი ქარიშხლით მთავრდება. ამ აღმავალ ტონალობაში, პოეტური რეფლექსიის ამ ტემპორიტმში იკვეთება თვითმყოფადი სამყაროს კონტურები – მისი შემოქმედი პოეტი-რომანტიკოსია (გნებავთ, ერთ-ერთიუკანასკნელი რომანტიკოსი), რომელიც მუდმივად თავის იდეალებს დასტრიალებს: სატრფოს, სამშობლოს, სიმართლეს…
კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.
გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.
ეს – მონატრებულთა პოეზიაა. თითქოს ოდესღაც ამ ხმათათვის ყურიც მოგიკრავთ… დატკბით, გაიხსენეთ…“ – ნინო სადღობელაშვილი
კატეგორია: სპეციალური შეთავაზება
ISBN: 9789941317767
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნათელა ჯანელიძე – პირანიები
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – სადგურებს შორის
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
გიორგი შონია – რობოტების ყვავილები
მარაგშია
ლია სტურუა – შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი
მარაგშია
ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი
მარაგშია
მარიამ წიკლაური – რისკჯგუფი
მარაგშია
თამარ ჟღენტი – წამისყოფა
მარაგშია
