მთავარი » წიგნები » ელზა გურგენიძე – ზაოდი

ელზა გურგენიძე – ზაოდი

ავტორი: ელზა გურგენიძე

19,95 

ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც.

სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე და სისტემასთან შეურიგებელ ტრაგიკული ბედის ინდივიდებზე.

ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა – ეს და კიდევ მრავალი რამ „ზაოდს“ სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941315534

ჟანრი

გამოცემის წელი

2023

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი

მარაგშია