ზაზა ხალვაში – სცენარები 1988-2014
ავტორი: ზაზა ხალვაში
14,95 ₾ Original price was: 14,95 ₾.10,47 ₾Current price is: 10,47 ₾.
ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი.
ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად – ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“, – ლელა ოჩიაური.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941314476
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
მირიან რჩეულიშვილი – სხვების თბილისი
მარაგშია
ცოტნე ჩიქოვანი – აჰორნალეეს 3
მარაგშია
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
სალომე მიქაძე – პაწაწინა
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – Delirium
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
