ზორა ნილ ჰერსტონი – მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ
ავტორი: ზორა ნილ ჰერსტონი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.14,00 ₾Current price is: 14,00 ₾.
მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, ზორა ნილ ჰერსტონის 1937 წელს გამოცემული “მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ”, სამხრეთული მარადიული სიყვარულის ამბავია, გაჯერებული სილამაზით, მახვილგონიერებითა და სიბრძნით. ამბავი მოთხრობილია ქალის მომაჯადოებელი ხმით, რომელიც უარს ამბობს მწუხარებაში, ბრაზში, შიშსა და რომანტიკულ ოცნებებში ცხოვრებაზე. ეს ჯენი ქროფორდის სიცოცხლის ხაზია, დაუოკებელი ლტოლვით დამოუკიდებლობისკენ, რაც სამ ქორწინებასა და სიღარიბით, გამოცდებითა და მიზნებით სავსე ცხოვრებაში, პიროვნების სწრაფი ევოლუციის შემსწრეს გვხდის. ნამდვილი ლიტერატურული სასწაული, ჰერსტონის შედევრი დღესაც ისეთივე აქტუალური და შთამბეჭდავია, როგორც მისი პირველად გამოცემისას – და შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხული და ყველასგან აღიარებული აფროამერიკული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებს შორის.
1997 წელს რომანი აიკრძალა ვირჯინიაში, მშობლების საჩივრის საფუძველზე, რომელთაც წიგნის ენა და ის დაუფარავი სექსუალურობა გააპროტესტეს, რაც ჯენისა და მასზე ბევრად უმცროსი თი ქეიქის სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. რომანი არაერთგზის მოხვდა ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე ხშირად გასაჩივრებული წიგნების სიაში.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ამერიკელმა ქალმა მწერალმა, ანთროპოლოგმა, ფოლკლორისტმა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ზორა ნილ ჰერსტონმა (1891-1960 წწ.) მთელი ცხოვრება აფრიკული კულტურის შესწავლასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა და საუკუნის დასაწყისის ამერიკულ სამხრეთში რასობრივი ბრძოლები აღწერა. იგი ოთხი რომანის, 50-ზე მეტი მოთხრობის, პიესისა და ესეის ავტორია. ათწლეულების განმავლობაში მისი რომანები ლიტერატურულ სამყაროში ნაკლებად იყო აღიარებული. ჰერსტონის მიმართ ინტერესი 1975 წლის შემდეგ გაღვივდა, როცა “იისფერის” ავტორმა ელის უოკერმა გამოაქვეყნა წერილი “ზორა ნილ ჰერსტონის ძიებაში”, 1997 წელს კი მისი უსახელო საფლავიც იპოვა და წარწერა გაუკეთა: “ზორა ნილ ჰერსტონი /სამხრეთის გენიოსი/ რომანისტი /ფოლკლორისტი/ ანთროპოლოგი”.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941318894
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
