თემო ჭახნაკია – წვიმების სეზონი
ავტორი: თემო ჭახნაკია
15,00 ₾
თემო ჭახნაკიას კრებული „წვიმების სეზონი“ ფორმათა და განწყობათა მონაცვლეობით შექმნილი პოეტური ანიმაციის შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც მთავარი ფონი პირველქმნილი ბუნებაა, ნატურალური გარემო, სოფლის ლანდშაფტი. სწორედ ამ ფონზე, ამ პასტორალურ კამერტონში იშლება სივრცეები რომანტიკული და სამოქალაქო ლირიკისათვის. ეს ფონია პოეტისა და ცხოვრება/წარმოსახვის კონფლიქტის ინსპირაციაც და ერთგვარი სამშვიდობო გამოსავალიც.
სიყვარულის, თანალმობის, მარტოობის ნატიფ ანარეკლებთან ერთად, ამ კრებულში მძაფრი და კრიტიკული ხმაც გაისმის – პოეტის მუდმივი პროტესტისა და სამოქალაქო პოზიციის დეკლარირების. მრავალფეროვანია ვერსიფიკაციული სივრცეც – კონვენციურ ლექსებს ვერლიბრი, რობაის – სონეტი ენაცვლება; ზოგჯერ მარტოსულობით ტკბება ავტორი, ზოგჯერ პუბლიკას ისაკლისებს. ეს ლირიკული და დრამატული შთაბეჭდილებები კი სამყაროს აღქმისა და გამოხატვის იმ განწყობილებებს მოგვაგონებს, წვიმების სეზონს რომ ახლავს. პოეზიაც ხომ ამგვარ სიხშირეებზე იბადება.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941314629
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნიკა ლაშხია – არ დაელოდო ანგელოზებს
მარაგშია
ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
მარაგშია
რატი ამაღლობელი – ანგელარიუმი
მარაგშია
ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
მარაგშია
დავით წერედიანი – შედევრები
მარაგშია
ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე, გივი ჭიჭინაძე – დათუნია დრუნჩა
მარაგშია
