ივა ფეზუაშვილი – ედელვაისებს
19,95 ₾
ივა ფეზუაშვილის ახალი რომანი „ედელვაისებს“ სასიყვარულო წერილია.
წერილი,რომლის მთავარი ადრესატები ლიტერატურა, სამშობლო და შეყვარებული არიან.
ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება.
უსახელო პროტაგონისტი ევროპაში მოგზაურობს, მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა – ერთი შეხედვით, კარიერულად ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად ცხოვრებაში ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს. გამოსავალის ძიებაში მყოფი, დაუსრულებლად ერთი ქალაქიდან მეორეში გარბის და პასუხების პოვნის ნაცვლად, სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ წასვლაა თუ გაქცევა? და თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე?
და მთავარი:
შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941318856
| წონა | 0,2 კგ |
|---|---|
| ჟანრი | |
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
| ყდა |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნინო სადღობელაშვილი – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
მარაგშია
ნოშრევან არაბული – ხევსურული შუღლი და დოღი
მარაგშია
