იმან ჰუმაიდან იუნისი – ასო “ბ” სიტყვებში: “ბინა”, “ბეირუთი”…
ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი
17,95 ₾
თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი: ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი…“, მწერლის პირველი რომანია, რომელიც 1997 წელს გამოიცა. მისი მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის ბრმა, უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც მწერალი თავად იყო.
ომის პირისპირ დარჩენილი ქალები და მათი ემოციური სამყარო – ასე შეიძლება მოკლედ რომანის შინაარსის აღწერა. ტექსტი ოთხი ქალური ნარატივისგან შედგება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი ნარატივები, რადგან მათი მთხრობელი ოთხივე ქალი სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგე კვარტლებად დაყოფილი ბეირუთის ერთი კორპუსის მაცხოვრებელი მეზობლები არიან, რომლებსაც თავ-თავისი ისტორია აქვთ და საკუთარი ანგარიშები ამ ომთან, თუმცა ისინი ამასთანავე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილებიც არიან და მათი ისტორიები ესაა ამბები ომზე და ერთმანეთზე – მკითხველის აღქმაში ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უკავშირდებიან.
ოთხივე პერსონაჟის ამბავი სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ეს ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. მწერალი ქალი ამსხვრევს აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპულ იმიჯს როგორც რომანის გმირი ქალების ტიპაჟებით, ისე თავად, რომანის ავტორის ამპლუაში
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941311758
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2020 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
არაბული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – სიყვარულსა და სხვა დემონებზე
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
