მთავარი » წიგნები » მიხალ რუსინეკი – არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე

მიხალ რუსინეკი – არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე

ავტორი: მიხალ რუსინეკი

8,95 

მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.

ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.

დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.

ნობელის შემდეგ იმეორებდა, რომ ყველაფერს იღონებდა, არ გამხდარიყო პერსონა, არამედ პიროვნებად დარჩენილიყო. ოდესღაც ერთმა ტაქსისტმა უთხრა: „ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი იშვიათი პიროვნება რომ მიმყავს“. გარკვეულწილად, მართალიც იყო: ჩვენი კატეგორიის საკმაოდ იშვიათი წარმომადგენელი გახლდათ.

ნობელიანტზე ასეთი დახვეწილი და გამორჩეული ტაქტით წერა მხოლოდ ერთ ავტორს შეეძლო.

▼ Show more

კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

ISBN: 9789941316708

ჟანრი

გამოცემის წელი

2023

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

პოლონური

მთარგმნელი

მარაგშია