ნინო სურგულაძე – ჯოია
ავტორი: ნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძის მოთხრობების კრებული „ჯოია“ აერთიანებს ცხრა დამოუკიდებელ ამბავს – ისტორიებს ადამიანებზე, რომლებსაც ერთი რამ აკავშირებთ: გადარჩენის ჟინი იმ რეალობაში, სადაც სიყვარული ისეთ ძალას იძენს, რომ უარყოფა შეუძლებელი ხდება; სადაც პირადი სივრცე საჯარო ინტერესის საგნად იქცევა; სადაც ბედისწერისგან თავის დაღწევა შეუძლებელია – მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს ჩვენ გარეშეც ხდება; სადაც დაავადება გვართმევს საყვარელ ადამიანს; და სადაც ემიგრაცია ხშირად ერთადერთი გამოსავალია. ეს მოთხრობები ჩვენი ყოველდღიურობის ანარეკლია, რადგან მათში შეიძლება საკუთარი თავიც ამოვიცნოთ.
ეს ისტორიები იმ ოცნებებზეცაა, რომლებიც ხანდახან მიუწვდომლად გვეჩვენება, თუმცა ისინი მაინც პოულობენ გზას რეალობამდე – იქნებ არა აქ და ახლა, მაგრამ სადღაც შორს, უცხო გარემოში, უცნობ ადამიანებს შორის მაინც. და სწორედ აქ იბადება ის მარცვალი, რომელიც ხშირად ადამიანისთვის მარადიულ სიხარულად, „ჯოიად“ იქცევა.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941319228
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
