მთავარი » წიგნები » ოლდოს ჰაქსლი – წამით გამკრთალი

ოლდოს ჰაქსლი – წამით გამკრთალი

ავტორი: ოლდოს ჰაქსლი

ოლდოს ჰაქსლის „წამით გამკრთალი“ (ფრაზა შექსპირის „მაკბეტიდან“ Brief Candles), ოთხი მოთხრობისგან შედგება. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მოთხრობა სხვადასხვა ამბავს გვიყვება და სრულიად განსხვავებულ სიუჟეტურ სტრუქტურას ქმნის, გამოცდილი მკითხველის თვალს, პერსონაჟების უმეტესობაში, საერთო შტრიხების ამოცნობა არ გაუჭირდება. მოთხრობები საუკეთესოდ გადმოსცემს ადამიანის ქცევის წესებსა და უცნაურობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაქსლიმ დიდ მწერლებთან ერთად – გოლსუორსი, ფორსტერი, უელსი, მოემი, მენსფილდი, კიპლინგი, კოპარდი – მოთხრობის, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჰაქსლის მოთხრობები ადეკვატურად გადმოსცემს ეპოქის სწრაფ, წინააღმდეგობრივ განვითარებას, ზნეობრივ საკითხებსა და ფაქტობრივ სინამდვილეს. ავტორი უამრავ კითხვას სვამს, უამრავ საკითხს ეხება და ცდილობს ყოველ მათგანს თავად გასცეს პასუხი. ის მკითხველს ადამიანური სისუსტეების, ბედისწერასა და ცხოვრებას შორის კავშირის, ზნეობრივი საქციელის, თვალთმაქცობის, სიხარბის, თვითიდენტობის სირთულეების აღწერასა და ღრმა, საინტერესო ანალიზს სთავაზობს.

ჰაქსლის თხრობის ტონი ხან ირონიულია, ხანაც მწვავე და განმგმირავი, რაც ყოველ წინადადებას დიდ მნიშვნელობას სძენს. ზუსტი ფსიქოლოგიური ანალიზისა და ინტელექტუალური თხრობის მოყვარული მკითხველები არაერთხელ უბრუნდები ან კრებულს. თითოეული ისტორია ზედმიწევნით ფრთხილად ვითარდება და მოულოდნელ შემობრუნებამდე მივყავართ, რაც ნათელს ჰფენს მოკვდავობის, თვითმოტყუებისა და იმედის მყიფე თემებს. საინტერესოა მწერლის შეხედულება ხელოვნებაზე. მისი აზრით, ხელოვანმა რეალობის მრავალმხრივი ქაოსიდან მოწესრიგებული ერთიანობა უნდა შექმნას, რაც ადამიანის ინტელექტის ამაღლებასა და შინაგანი თავისუფლების მოპოვებას მოემსახურება…

კრებული განკუთვნილია მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მათთვის, ვინც აფასებს მოხდენილ და, ამავდროულად, მიზანდასახულ თხრობას. ლაკონიური, ძლიერი და ღრმად ადამიანური „წამით გამკრთალი…“ მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენს.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941319334

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ინგლისური

მთარგმნელი