პაატა შამუგია – არგადარჩენა
ავტორი: პაატა შამუგია
15,95 ₾ Original price was: 15,95 ₾.11,17 ₾Current price is: 11,17 ₾.
„არგადარჩენა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსების კრებულია. წიგნის სახელწოდების კონცეფცია მიკარნახა ამავე სათაურის მქონე ჩემმავე ლექსმა, რომელიც ბიბლიური თემის სტრუქტურალისტურ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“ (ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1). ბიბლიური თეზა იმედს გულისხმობს, რაც კომფორტის ზონას ქმნის მკითხველისთვის, ჩემ შემთხვევაში კი გადავწყვიტე, ამ კომფორტის ზონიდან გამომეყვანა მკითხველი და შემომეთავაზებინა ეგზისტენციური ჩიხი, სადაც ადამიანი, როგორც წესი, სრული უიმედობის ზღვარზე მოძრაობს.
მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც კრებულს ის ჰქვია, რაც ჰქვია, არის თავად პოეტის (ზოგადი პოეტის, ასე ვთქვათ, პოეტის იდეის) თვისებრივი მხარე: პოეტი არის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს (წაიკითხე: კონიუნქტურას ან ბაზრის ტრენდს) უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას (წაიკითხე: შიშებსა და კომპლექსებს) ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი ვერასოდეს გავა სამშვიდობოს, ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენაში ვხედავ პოეზიის განწირულ და ლამაზ მისიას. შესაბამისად, კრებულს უნდა დარქმეოდა „ვერგადარჩენა“ და არა „არგადარჩენა“, და ასეც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ლინგვისტური თვითანალიზისას მივხვდი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. „ვერ“ უარყოფითი ნაწილაკი გულისხმობს ქმედებათა შეუძლებლობას გარემო პირობების გამო, ხოლო „არ“ ნაწილაკი სუბიექტის ნებელობას მოიცავს. ჩემი სათქმელი უნდა ყოფილიყო ის, რომ პოეტს შეუძლია გადარჩეს კიდეც, მაგრამ ის არ, სწორედაც რომ არ გადარჩება, პრინციპულად და მიზანმიმართულად არ გადარჩება.
თქვენც გისურვებთ არგადარჩენას!“, – პაატა შამუგია
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941314247
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
დანიელ ფიფია – ბულათია
მარაგშია
გურამ ჯახუტაშვილი – მზის ჩრდილი
მარაგშია
ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
მარაგშია
თორნიკე გოგნიაშვილი – ნაცრისფერი მტევანი
მარაგშია
ნუგზარ ზაზანაშვილი – წავა წავა წავა
მარაგშია
გიორგი ბუნდოვანი – კულტურის სანიტარი
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
მარაგშია
ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი
მარაგშია
ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
მარაგშია
დავით წერედიანი – შედევრები
მარაგშია
თამარ ჟღენტი – წამისყოფა
მარაგშია
ნათელა ჯანელიძე – პირანიები
მარაგშია
