მთავარი » წიგნები » ჟურნალი ქართული მწერლობა – ივლისი-აგვისტო #21-22 2025

ჟურნალი ქართული მწერლობა – ივლისი-აგვისტო #21-22 2025

ავტორი: ჟურნალი ქართული მწერლობა

6,00 

ჩვენი საყვარელი ავტორი, ლიტერატურათმცოდნე, ძვირფასი ნონა კუპრეიშვილი ლიტერატურუ
ლი პრემია „საბა“ 2024ის გამარჯვებულ წიგნში „საშიში ინტერპრეტაციები“ აკაკი ბაქრაძეზე
საუბრისას იხსენებს, თუ როგორ მოინდომეს საბჭოთა კულტურის იდეოლოგებმა ლიტერატურისა
და ხელოვნების უკიდურესი პრაგმატიზება, მხატვრული აზროვნების სრული დემითოლოგიზება
და შემოქმედებითი პროცესის გასაიდუმლოება, ლოზუნგით „ძირს მწერლები ზეკაცები!“, როგორ
იქცა გაპრიმიტიულობისა და ფრუსტრაციის ერთერთ საშუალებად.
ცოტა ხნის წინ წლევანდელი „საბას“ მოკლე სიაც გამოქვეყნდა და რატომღაც ეს ლოზუნგი
გაგვახსენდა, ახლა ამაზე საუბარი და სიის განხილვა შორს წაგვიყვანს და მხოლოდ ერთ
მნიშვნელოვან საკითხზე მივაპყრობთ ყურადღებას:
საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ტრადიცია, რომ ლიტერატურული პრემიის ჟიურის
მუშაობისას რაიმე წონა ჰქონდეს კრიტიკულ გამოხმაურებას, რეცენზიას, დისკუსიას კონკრეტულ
წიგნზე.
ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოსდევს ჩვენს ლიტერატურულ გარემოს,
როცა გადაწყვეტილებას ან ერთი ადამიანი იღებდა, ან ვიწრო წრე – უმეტესწილად პირადი
დამოკიდებულებების, გემოვნების ან კონკრეტულ ავტორთან ურთიერთობის საფუძველზე.
შედეგიც ასეთია: მუდმივად ჩნდება კითხვები ჟიურის კომპეტენციის, მიუკერძოებლობის, და
საერთოდ, ლიტერატურული პრემიის სანდოობის მიმართ. და ეს უნდობლობა სისტემურია, არა
კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ იმ წესებსა და მექანიზმებზე, რომლებიც საერთოდ არ არსებობს.
თუ პრემიის ორგანიზატორები და ჟიური მუშაობის პროცესში რეალურად ჩართავდნენ გამო
ხმაურებებს, რეცენზიებს, კრიტიკულ წერილებს, სხვადასხვა პროფესიულ პოზიციას, თუნდაც
წაიკითხავდნენ ნონა კუპრეიშვილის კრიტიკულ წერილებს თანამედროვე ქართველი მწერლე
ბის ნაწარმოებებზე, ეს არა მხოლოდ გაზრდიდა კონკურსის გამჭვირვალობას, არამედ წაახალი
სებდა კრიტიკის როლს თანამედროვე საზოგადოებრივ და ლიტერატურულ პროცესებში.
დასავლეთში ეს მექანიზმი უკვე დიდი ხანია მუშაობს, სერიოზულ კონკურსებზე წიგნის შეფასები
სას აუცილებლად ითვალისწინებენ მნიშვნელოვან გამოხმაურებებს.
მეტიც, ხშირად სწორედ ავტორიტეტული გამოცემების შეფასებები განსაზღვრავს, როგორ იქნება
აღქმული წიგნი და ზოგჯერ სწორედ ეს ციტატებია გამომცემლის მიერ ყდაზე გამოტანილი.
კარგი იქნებოდა, თუ ჩვენც ასე მივუდგებოდით, პრემიაც გახდებოდა უფრო სანდო და
ლიტერატურული კრიტიკაც დაიბრუნებდა თავის უმნიშვნელოვანესს ადგილს. დარწმუნებული
ვართ, რომ ჩვენს ჟურნალშიც ასეთი წერილების გამოქვეყნების მსურველი მეტი ლიტერატორი
გამოჩნდებოდა.
„ძირს მწერლები ზეკაცები!“ – ლოზუნგად არ გაჰყვირის დღევანდელი ხელისუფალიც, მაგრამ
მისი პოლიტიკა და რეპრესიული სისტემა სწორედ ამ საბჭოთა მიზანს მიჰყვება, ამიტომაა, რომ
მწერლები ჩამოგვაშორეს ყველა სივრცეს და ყველა საქმეს, ეწევიან ჩვენს მორალურ და ფიზი
კურ განადგურებას, ისევ დაპატიმრებულია ზვიად რატიანი!
ამიტომ ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ბეჭდვას, ანუ ვაგრძელებთ
ბრძოლას და სიცოცხლეს ყველა ქართველი მწერლისა, რომელიც საქართველოს დასაბამიდან
საქართველოსთვის შრომობდა, იღვწოდა და იბრძოდა!
რედაქტორებისგან

▼ Show more

კატეგორია: დამხმარე რესურსები

ISBN: 2009882604298

სერია

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

მარაგშია