რატი ამაღლობელი – ანგელარიუმი
ავტორი: რატი ამაღლობელი
14,00 ₾ Original price was: 14,00 ₾.9,80 ₾Current price is: 9,80 ₾.
კრებულში შემავალი ლექსების უმრავლესობა 10 წლის განმავლობაში, 2006-2016 წლებში იწერებოდა.
„წიგნი სტილურად არაერთგვაროვანია. თუმცა, არის რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რაც კრებულში თავმოყრილ ლექსებს აერთიანებს.
პირველი: ესაა სურვილი, მცდელობა, თხზვისას, წერისას – ინდივიდუალური, პირადი ხედვის კუთხის იმგვარად გაფართოებისა და გახსნისა, რომ ის ანგელოსებრივამდე ამაღლდეს, ისე, რომ ინდივიდუალური კი არ დაიკარგოს, არამედ ტრანსფორმირდეს, გაეხსნას, გაეშალოს ანგელოსებრივს.
მეორე: მათი დანახვა – არა ჩვენი, არამედ მათივე პერსპექტივიდან, შესაბამისად, „ანგელარიუმში“ შესული ყოველი ტექსტი ერთგვარი მცდელობაა, ხშირად ძალისხმევაც – ენის ლანდშაფტებში ისეთი ადგილებისა და მაღლობების მოსაძიებლად, რომლიდანაც ანგელოსები გვზვერავენ ჩვენ და არა ჩვენ – მათ.
მესამე: ანგელოსების სამყაროსთან არა მშრალი, თეოლოგიური ცოდნით მიახლება, არა მისი სქემატური მოხელთება სქოლასტური „იარაღებით“ და ამ სქემათა პოეტურ ილუსტრაციებად მოტანა, არამედ ხსენებული სამყაროს პოეზიით აღქმა. პოეზია აქ, შემეცნების განსხვავებულ ფორმას გულისხმობს, ანუ, პოეზია, გაიგება როგორც ანგელოსთა სინამდვილის უშუალო განცდებში, აღქმებში ვარჯიში.
რაც უფრო ღრმად ვიხედებით წარსულისაკენ, პოეზიისა და მითოსის კვეთაზე, თვითგამოხატვის ვნებისაგან სრულიად განძარცული პოეზია, თითქოს გამჭვირვალე ფარდაგია, ქსოვილია, რომელიც ღვთაებათა არა მხოლოდ იდეებისა და ცნებების ასპექტებს, არამედ თავად მათი ყოფიერების ხასიათს და მიზნებს ამხელს. „ანგელარიუმიც“ ამგვარი „მხილების“ , გამხელის სურვილით იწერებოდა“.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941476181
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2018 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
თამარ ჟღენტი – მელიას კუდი
მარაგშია
დანიელ ფიფია – ბულათია
მარაგშია
გიორგი კეკელიძე – ახალი სიმღერები
მარაგშია
ბელა ჩეკურიშვილი – სიშიშვლის დეტექტორი
მარაგშია
თორნიკე გოგნიაშვილი – ნაცრისფერი მტევანი
მარაგშია
გიორგი ბუნდოვანი – კულტურის სანიტარი
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – სადგურებს შორის
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
გიორგი შონია – რობოტების ყვავილები
მარაგშია
ლია სტურუა – შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი
მარაგშია
მარიამ წიკლაური – რისკჯგუფი
მარაგშია
ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
მარაგშია
ტარიელ ჭანტურია – ორი საბანი
მარაგშია
ბესიკ ხარანაული – დიდი სმა
მარაგშია
