მთავარი » წიგნები » სოფიკო კვანტალიანი – ცის რბილი კანი

სოფიკო კვანტალიანი – ცის რბილი კანი

ავტორი: სოფიკო კვანტალიანი

11,95 

სოფიკო კვანტალიანი ხმაურიანი ლიტერატურული სამყაროს ნაწილი არ არის, ის ჩუმი სივრცის ბინადარია, სიჩუმეში ხედავს თავის იშვიათ პოეტურ ხილვებს და წამიერად გაჩენილი სურათების დაფიქსირებას ასწრებს. ვერცერთ ლექსს ვერ მოარგებ ჩარჩოს ან მიმართულებას, რადგან თავად ლექსები არ ეძებენ ფორმას. ისინი მოხეტიალე, თავნება ამბებს ჰგვანან, გინდა თუ არა, რაღაც ისეთი რომ შეგამჩნევინეს, რაზეც აქამდე არ გიფიქრია. ხოლო მეტაფორები ფერად ვიტრაჟებს გაგონებენ, საიდანაც სიცოცხლეცა და სიკვდილიც შემოსული მზის სხივის ოქროთი ბრწყინავს.

სოფიკო კვანტალიანის პოეტურ ენას ოდნავ არქაული იერი დაჰკრავს, თითქოს ძველ, კიდეებმომწვარ ხელნაწერებს კითხულობო, ალბათ ამიტომაც ფიქრი ბევრი მიმართულებით გაგექცევა: ხან სტეფან მალარმეს სიმბოლისტური ესთეტიკა გაგახსენდება, ხან უილიამ ბლეიკის ექსპრესიულობა, ხან ესმა ონიანის ფერწერული სტრიქონები და მერე ხვდები, როგორ შეიძლება წარსულის ლანდებმა ახალი სახე შეიძინონ, კალეიდოსკოპის მაგიური მქრქალი შუშის მიღმა ტრანსფორმირდნენ. ლიტერატურათმცოდნეები ამას პოსტმოდერნიზმს ეძახიან, ხოლო ხატოვნად თუ ვიტყვით, პოეტური ალქიმიაა. კითხულობ და შენც ამ ჯადოსნობის ნაწილი ხდები, თითქოს ქარვაში გამოკეტილ დროს აკვირდები და გავიწყდება, რომ ლექსს კითხულობდი.

სოფიკო კვანტალიანის ფერწერული პოეზია იმისთვისაა, ვისთვისაც სიტყვები მეტია, ვიდრე რეალობის წარმოსახვა, ვისაც თქმა სწყურია და ვერ უთქვამს, ვინც პასუხებს კი არა, შეკითხვებს ეძებს…

ლელა კოდალაშვილი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941318795

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი

არ არის მარაგში

აღწერა