ჩეზარე პავეზე – მთვარე კოცონთა მიღმა
ავტორი: ჩეზარე პავეზე
24,95 ₾ Original price was: 24,95 ₾.17,47 ₾Current price is: 17,47 ₾.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ინტელექტუალად მიჩნეული პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი და კრიტიკოსი ჩეზარე პავეზე თავის უკანასკნელ და მისივე თქმით, შემაჯამებელ წიგნს „მთვარე კოცონთა მიღმა“, საკუთარ „ღვთაებრივ კომედიას“ უწოდებს და მართლაც, იგი მწერლის საუკეთესო რომანად, მისი პოეტიკის მწვერვალად და იტალიური ლიტერატურის შედევრადაა დასახელებული.
16 წელია თავში მაქვს ეს წიგნი, მუდმივად დამქონდა ჩემში და ახლა ის დროა, დავწეროო, თქვა და თავის უკანასკნელ სიყვარულს, ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კონსტანს დოულინგს მიუძღვნა. წიგნი იმ კაცის შესახებ გვიამბობს, საკუთარი ფესვებისა და ამდენად, საკუთარი თავის საპოვნად რომ დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც გამდიდრდა, მაგრამ თავის პოვნა გაუჭირდა, სადაც ყველა მასავით უფესვოა, საკუთარ ძირებს მოწყვეტილი, „ნაბიჭვარი“, სადაც არავინ იცის თავისი წინაპრების ამბავი. „რა სისხლია ჩემს ძარღვებში“, „რა ვიყავი დაბადებამდე“, ესაა კითხვები, რომლებიც გმირს აწუხებს.
განხეთქილება ინტელექტუალურსა და რეალურს შორის, მითური და წინაპართა სოფლური სამყაროებით მონუსხულობა, ციხე, გადასახლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და ამის გამო ტანჯვა, ყოველივე თავს იყრის რომანში და მწერლისავე სიყრმისეული მოგონებების ადგილებში ავტობიოგრაფიული ხასიათით მკაფიოდ აღბეჭდილ პილიგრიმობას ასახავს. „სოფელი საჭიროა, უნდა გქონდეს, მარტო იმისთვის თუნდაც, რომ იქიდან წასვლას გაუგო გემო. სოფელი ნიშნავს, რომ მარტო არა ხარ, რომ იცი, ხალხში, მცენარეებში, მიწაში, რაღაც არის შენი და შენ რომც არ იყო, მაინც იქაა და მოგელის“.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941314261
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
იტალიური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
მარაგშია
