ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
ავტორი: ნატო დავითაშვილი
10,40 ₾ Original price was: 10,40 ₾.7,28 ₾Current price is: 7,28 ₾.
ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ, რომელსაც უბრალოდ წაიკითხავთ, იქ მოყოლილ ამბავს გაიგებთ და პერსონაჟების ბედით დაინტერესდებით, მერე კი თქვენს კლასელებსა და მეგობრებს უამბობთ. ამ წიგნის ყველა მკითხველი მისი თანაავტორი ხდება და ვინ იცის, იქნებ ჯიბის კაცუნას თავგადასავალი ვერც გაგრძელდეს თქვენი ჩარევის გარეშე, მწვანე კუნძული კი წიგნის ფურცლებიდან საბოლოოდ გაქრეს.
ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ამ წიგნის ავტორმა, ნატო დავითაშვილმა, სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული ბავშვი ცხვირსახოცისგან გაკეთებული თოჯინათი გაართო, რომელსაც ჯიბის კაცუნა დაარქვა. შემდეგ ამ ისტორიას წლების მანძილზე თავის მოსწავლეებს უყვებოდა და ისინი ამ მხიარული გმირის შესახებ სახალისო ზღაპრებსა და მოთხრობებს იგონებდნენ და წერდნენ, – ხან ზღვის პირას ათამაშებდნენ, ხან მთებში მიჰყავდათ, ხანაც საჰაერო ბურთით ასეირნებდნენ.
ახლა კი მოყოლილი თუ დაწერილი ამბები წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ამ წიგნის ფურცლებიდან ქრება მწვანე კუნძულის შესახებ ჩანაწერები, ჩანაწერებთან ერთად კი სახლები, ცხოველები და ადამიანებიც ქრებიან. მათ დასაბრუნებლად ჯიბის კაცუნას თქვენი დახმარება სჭირდება. მოემზადეთ, იგი ხან მწვანე კუნძულისკენ მიმავალი ცისარტყელას ხიდის აგებას მოგთხოვთ, ხან ნაყინის ფესტივალის ჩატარებას, ხანაც ზღვის ფსკერიდან ნივთების ამოტანას. თუმცა, თუ მეგობრობის, სიყვარულისა და სიკეთის ძალის გჯერათ, და გაკვეთილების შემდეგ საკითხავ წიგნებში მოგზაურობაც გიყვართ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ!
კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა
ISBN: 9789941317439
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
თამაზ ნატროშვილი – მაშრიყით მაღრიბამდე
მარაგშია
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ნიკოლოზ ლოლაძე – აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – ირინეს ზღაპრები
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – ჩუმად უნდა იჯდე
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
მაკა ჯოხაძე – ისკარიოტის ეკლები
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
ნუგზარ შატაიძე – ნოემბრის წვიმა და სხვა
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლის
მარაგშია
