ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
ავტორი: ჯონ სტაინბეკი
24,95 ₾ Original price was: 24,95 ₾.16,00 ₾Current price is: 16,00 ₾.
დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის რომანი „მრისხანების მტევნები“ 1939 წელს გამოიცა. წიგნი გამოსვლისთანავე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. კონსერვატორები ავტორს კომუნისტობას სწამებდნენ, ამერიკული ინდივიდუალიზმის უარყოფაში სდებდნენ ბრალს; მიწათმფლობელებსა და მსხვილ მეწარმეებს მშრომელთა შეგულიანება აფრთხობდათ; მშობლები და მასწავლებლები ენას უწუნებდნენ; მრევლი მკრეხელობის, ძალადობისა და გარყვნილების წაქეზებას აბრალებდა. რომანი იმავე წელს აიკრძალა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქალაქში საჯაროდ დაწვეს კიდეც. თუმცა ამ ყველაფერმა წიგნს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა: 1939 წელს „მრისხანების მტევნები“ ბესტსელერი გახდა, 1940-ში ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო, იმავე წელს კი პულიცერის პრემია დაიმსახურა. 1962 წელს, როდესაც ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტმა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად „მრისხანების მტევნები“ დაასახელა.
რომანში მოვლენები „დიდი დეპრესიის“ ფონზე ვითარდება. მცდარი ეკონომიკური გათვლის, უმძიმესი კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მილიონობით ამერიკელი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საკუთარი მიწებიდან აყრილი, ღირსებაშელახული ხალხი სარჩო-საბადებლის საძიებლად სამხრეთ-დასავლეთიდან „აღთქმული მიწისკენ“ – კალიფორნიისკენ დაიძრა. ჯოუდების მრავალრიცხოვანი ოჯახი ერთ-ერთი მათგანია.
დამქანცველი, ფათერაკებით სავსე, დაუსრულებელი გზა და ბოლოს „აღთქმული მიწა“, სადაც ჯოუდებს არავინ ელის, არავის სჭირდება. სიღატაკე, შიმშილი, გარშემო გამეფებული დაუნდობლობა, მტრობა და ვერაგობა ვერ ერევა ჯოუდებს. ისინი ერთად დგანან, არ ნებდებიან, იბრძვიან. მათი ცხოვრება ერთი დიდი საგაა, სადაც გათითოკაცებას ერთიანობა სძლევს, მტრობას – სიყვარული, სიხარბეს – სიკეთე და ხელგაშლილობა…
წიგნი გამოიცა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941310669
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2019 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გაბრიელ გარსია მარკესი – სიყვარულსა და სხვა დემონებზე
მარაგშია
პერუმალ მურუგანი – ნახევარქალი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
არ არის მარაგში
