ამირან ფაჩუაშვილი – ფერადი ქოლგები
ავტორი: ამირან ფაჩუაშვილი
14,95 ₾ Original price was: 14,95 ₾.10,47 ₾Current price is: 10,47 ₾.
„ამირან ფაჩუაშვილი საკუთარ და, ამავე დროს, შენს ამბავს წერს. ეს წიგნი ჩვენი ამბავია, ჩვენი ქვეყნის – მისი აწმყოსა და მომავლის, მისი ბედის და უბედობის ამბავი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ამბავი, მათი ტკივილისა და სიხარულის, კონფორმიზმისა და პროტესტის, შემგუებლობისა და ბრძოლის, სიძულვილისა და სიყვარულის, ნგრევისა და შენების ამბავი…
ამირან ფაჩუაშვილი წარმატებული იურისტია. არის სამოქალაქო აქტივისტი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა რამდენიმე აქ გადმოცემულ სიუჟეტს რეალური საფუძველიც აქვს. ასე რომ არ იყოს, აქ მოთხრობილი ამბები ავტორს ისეთი ემოციით და სიზუსტით აქვს გააზრებული, იმგვარ პიროვნულ და სამოქალაქო პრიზმაში გატარებული და მერე უკვე ლიტერატურად ისე გარდაქმნილი, რომ ეს მხატვრული ტექსტები დოკუმენტური გგონია. თითოეული მათგანი ისეთი ცხადი და ნათელი, ისეთი ნამდვილი და ხელშესახებია, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ისინი ჩემს თვალწინ თამაშდება, აქ და ახლა ხდება. ხდება ქუჩაში, სასამართლოში, კლინიკაში, სახლში… ეს რეალური პროზაა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნამდვილი „სამოქალაქო პროზა“.
ამირან ფაჩუაშვილის სამწერლო ენაც, ერთი შეხედვით, მარტივია, სახალხო და ყველასთვის გასაგები. ის არ საჭიროებს ზედმეტ სამკაულს, შელამაზებას და დატვირთვას. აქ არაფერია მეტაფორული და ორაზროვანი. ცხოვრებისეული სიმართლე მისი ლიტერატურული ენის მთავარი ღირსებაა, რაც დებიუტანტი ავტორის გულიდან მოდის და ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანის გულამდე მივა, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ“, – თეონა დოლენჯაშვილი.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941314605
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ცოტნე ჩიქოვანი – აჰორნალეეს 3
მარაგშია
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – ირინეს ზღაპრები
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
ლაშა ტუღუში – სტალინის გამბიტი
მარაგშია
სალომე მიქაძე – პაწაწინა
მარაგშია
მაკა ჯოხაძე – ისკარიოტის ეკლები
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – Delirium
მარაგშია
ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი
მარაგშია
ნუგზარ შატაიძე – ნოემბრის წვიმა და სხვა
მარაგშია
