ბელა ჩეკურიშვილი – სიშიშვლის დეტექტორი
ავტორი: ბელა ჩეკურიშვილი
9,95 ₾ Original price was: 9,95 ₾.6,97 ₾Current price is: 6,97 ₾.
„სიშიშვლის დეტექტორი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე პოეტური კრებულია. მათგან ერთი – Wir, die Apfelbäume („ჩვენ, ვაშლის ხეები“) გერმანულ ენაზე გამოიცა გერმანიაში 2016 წელს.
ახალ კრებულში შესული ლექსები ბოლო ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული ეს ნაწილი ერთგვარი თემატური ნიშნითაა შედგენილი, თუმცა ამგვარი დანაწილება პირობითია, რადგან ეს ერთი პოეტის თვალით დანახული და სიტყვით გადმოცემული სამყაროა – მთლიანი და მრავალფეროვანი.
ესაა ამბები თანამედროვე ადამიანის შესახებ, რომელიც თითქმის სულ ცაიტნოტშია, მუდამ გზაშია, და ამ გზიდან გაჰყურებს მისთვის ძვირფასსა და მნიშვნელოვანს. ლექსების დრამატურგიულ აგებულებას ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს: ლექსის სათქმელი მის დასაწყისშივეა მონიშნული. მერე, სტრიქონებში გამეორებების და ვარიაციების მეშვეობით, განცდის ინტენსივობა უფრო და უფრო მატულობს და სასურველი ნიშნულის მიღწევის შემდეგ ლოგიკური (ხშირად – მოულოდნელი) ფინალით სრულდება.
წიგნში დომინანტი ფერი მუქი წითელია. მასში ბევრი რამ იგულისხმება: წარსული, ოჯახი, ბავშვობა, ქვეყანა და ადამიანები; სიყვარული, ფიქრები და იმედგაცრუება… და ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი ნოსტალგია – ისიც მეწამულად შეფერილი, მკვეთრი და თანამდევი – ლექსების უმრავლესობა ხომ პოეტის უცხოეთში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941470592
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2017 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
თამთა დოლიძე – მხოლობითი რიცხვი
მარაგშია
დანიელ ფიფია – ბულათია
მარაგშია
გიორგი კეკელიძე – ახალი სიმღერები
მარაგშია
გურამ ჯახუტაშვილი – მზის ჩრდილი
მარაგშია
გიორგი ზანგური – გამამეორე
მარაგშია
გიორგი ბალახაშვილი – თილისმა
მარაგშია
ნუგზარ ზაზანაშვილი – წავა წავა წავა
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
ლია სტურუა – შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი
მარაგშია
ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი
მარაგშია
მარიამ წიკლაური – რისკჯგუფი
მარაგშია
ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
მარაგშია
კატო ჯავახიშვილი – დედაჩემმა მითხრა, რომ
მარაგშია
ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე, გივი ჭიჭინაძე – დათუნია დრუნჩა
მარაგშია
ნათელა ჯანელიძე – პირანიები
მარაგშია
