ვარლამ შალამოვი – კოლიმური მოთხრობები
ავტორი: ვარლამ შალამოვი
29,95 ₾ Original price was: 29,95 ₾.17,00 ₾Current price is: 17,00 ₾.
„ვარლამ შალამოვი ვერ მოესწრო თავისი პროზის გამოქვეყნებას თავის სამშობლოში, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი. სანუგეშოდ ისღა დარჩენოდა, რომ სიკვდილამდე ორიოდე წლით ადრე მოასწრო ხელში აეღო მოზრდილი კრებული „კოლიმური მოთხრობები“, გამოცემული 1978 წელს, ლონდონში, რუსულ ენაზე.
აი, როგორ აფასებდნენ დიდებულ რუს მწერალს მისი სახელგანთქმული თანამედროვენი: ამერიკელი მწერალი სოლ ბელოუ (ლაურეატი ნობელის პრემიისა): „კოლიმური მოთხრობები“ – ესაა წიგნი, რომელიც შეუდარებლად ასახავს ჩვენი ყოფიერების არსს“; რუსი კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი: „ვკითხულობ შალამოვის კოლიმურ მოთხრობებს – ეს დაუჯერებელია, ეს გენიალური მწერალია“!
შალამოვის პროზა თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, იაპონურ და კიდევ სხვა ენებზე. ამავე ენებზე არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა შალამოვის შემოქმედებას. ითარგმნა ქართულადაც. ჩვენ, ალბათ, ფრიად მადლიერნი უნდა ვიყოთ ვარლამ შალამოვისა, რომელმაც გვისახსოვრა ერთი საუცხოო მოთხრობა „ალექსანდრე ღოღობერიძე“, სადაც გულწრფელი სიყვარულითა და შესაშური ოსტატობით არის დახატული ლაკონიური პორტრეტი კოლიმაზე გაცნობილი ქართველი კაცისა. „ღოღობერიძე ხომ იმ ადამიანთაგან იყო, ვინ ამშვენებს ცხოვრებას“ – წერს შალამოვი. რამხელა ჯილდო მიუნიჭებია მწერალს, რომელი ორდენი თუ პრემია გაუტოლდება ამ სიტყვებს – ცხოვრებას ამშვენებსო!“
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941314070
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
რუსული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
