ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
ავტორი: ნატო ინგოროყვა
11,95 ₾ Original price was: 11,95 ₾.8,37 ₾Current price is: 8,37 ₾.
„…ჩვენ, ჩვენი პოეტის მკითხველები ვდგავართ ჩვენი სამყაროს დასასრულში და სხვისი სამყაროს დასაწყისში და ვფიქრობთ, მართლა ხომ არ დამთავრდება ყველაფერი, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია.
დიახ, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია, ხომ თქვა თეოდორ ადორნომ 1949 წლის ესეში: „ლექსების წერა აუშვიცის შემდეგ ბარბაროსობააო“, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, აუშვიცის შემდეგაც, ბუჩას შემდეგაც. ყველაფერ ამის მოწმე ჩვენი პოეტის „უკრაინული“ ლექსებია, რომელთაგან ერთი, „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“ განსაკუთრებული ემოციით გამოირჩევა და, რაკი მთელი ტექსტი ღმერთს მიმართავს, ყველაზე უბრალო, უეშმაკო პოეზიითაა დაწერილი. აი ასე: ომში წავიდა – ნუ აქცევ მკვლელად! დაასრულე ეს საზარელი ომი, ნუ მაჭმევ სირცხვილს. უნდა ვინახულო და ცოცხალი დამახვედრე. ღმერთი არ გაგიწყრეს, არ ჩაგეძინოს!
ყოველთვის ვიცოდი, რომ მრავლობით სამით იწყება. ორი ორობითია. არის ასეთი რიცხვის კატეგორია პატიოსან ძველ ენებში. ქართულშიც იყო. ნართანიანი მრავლობით ყოფილი ორობითია. გენიალურმა აკაკი შანიძემ თქვა.
იყო ეგნატე ინგოროყვა, ნინოშვილი, კარგი მწერალი. იყო პავლე ინგოროყვა, უკეთესი მეცნიერი. საჭირო იყო მესამე ინგოროყვა, საუკეთესო პოეტი. ღმერთს არ ჩასძინებია“, – ლევან ბერძენიშვილი.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941314957
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
თამარ ჟღენტი – მელიას კუდი
მარაგშია
დანიელ ფიფია – ბულათია
მარაგშია
გიორგი კეკელიძე – ახალი სიმღერები
მარაგშია
გიორგი ზანგური – გამამეორე
მარაგშია
ნიკა ლაშხია – არ დაელოდო ანგელოზებს
მარაგშია
გიორგი ბუნდოვანი – კულტურის სანიტარი
მარაგშია
ქეთი ჯოლბორდი – წვეთოვანი ბედნიერება
მარაგშია
რატი ამაღლობელი – ანგელარიუმი
მარაგშია
ნანა აკობიძე – ვალაუვალი
მარაგშია
მარიამ წიკლაური – რისკჯგუფი
მარაგშია
ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
მარაგშია
ტარიელ ჭანტურია – ორი საბანი
მარაგშია
თამარ ჟღენტი – წამისყოფა
მარაგშია
ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე, გივი ჭიჭინაძე – დათუნია დრუნჩა
მარაგშია
