ნიქო გორგილაძე – აქ მიპოვი
ავტორი: ნიქო გორგილაძე
12,00 ₾ Original price was: 12,00 ₾.8,40 ₾Current price is: 8,40 ₾.
„ერთი შეხედვით, ახალგაზრდა პოეტისგან არც სილაღეა გასაკვირი და არც, მით უმეტეს, სევდა. მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა პოეტი ძალიან ნიჭიერია და სევდა-სილაღის ერთ სალექსო ჭურჭელში მოქცევას ახერხებს, ეს უკვე იშვიათობაა. ასეთია ნიქო გორგილაძის ლექსები: ენობრივი ქსოვილი მსუბუქია და თითქმის მღერადი, ხოლო შინაარსი, ღრმა და მტკივნეული, არსად იდღაბნება. ზღვის კაცია, ზღვის პირას გაზრდილი, და ლექსებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, დაწმენდილი და მოლივლივე წყალივით გამოსდის, სადაც ფსკერი და კენჭები მკაფიოდ მოჩანს. ის გადამდები ტკივილიც, რომელიც მის ლექსებში იკითხება, რომელმაც ახალგაზრდა კაცი სამშობლოდან გადახვეწა, რამდენადაც პირადულია – იმდენადვე საზოგადო, არა ცალკეულ ადამიანებთან – სრულიად სამშობლოსთან გაიგივებული ტკივილი (რომ არც გიშვებს და არც გიტოვებს, იმ ტკბილ და ტრავმულ სამშობლოსთან). ერთია, წერდე სიმართლეზე, მეორეა, წერდე სიმართლეს, და კიდევ სხვაა, წერდე სიმართლეს სიმართლეზე. ნიქო გორგილაძე არც უკიდურეს სიხისტეს ერიდება და არც შინაგანი სიფაქიზის მოშიშვლებას, როცა დაკარგულ სიყვარულზე, მონატრებულ ადგილებზე ლაპარაკობს; რადგან, ბევრი ახალბედა ავტორისგან განსხვავებით, ვინც სხვის ან მოგონილ ტკივილებზე იალმასებს კალამს, მას საკუთარი, სავსებით ხელშესახები და ამოუწურავი ტკივილი აქვს, მაგრამ ჰყოფნის პოეტური სიმწიფე და ბუნებითი ბავშვურობა, ამ ტკივილს სწორი სიტყვები და ფორმა მოარგოს, არც დაემალოს თავის ტკივილს და არც მისი მძევალი გახდეს; წეროს სიმართლე სიმართლეზე, და წეროს არამარტო კარგად – სარწმუნოდ!“ – ზვიად რატიანი
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941318092
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
თამარ ჟღენტი – მელიას კუდი
მარაგშია
გურამ ჯახუტაშვილი – მზის ჩრდილი
მარაგშია
გიორგი ზანგური – გამამეორე
მარაგშია
ბელა ჩეკურიშვილი – სიშიშვლის დეტექტორი
მარაგშია
ნიკა ლაშხია – არ დაელოდო ანგელოზებს
მარაგშია
გიორგი ბალახაშვილი – თილისმა
მარაგშია
თორნიკე გოგნიაშვილი – ნაცრისფერი მტევანი
მარაგშია
ნათია ნაცვლიშვილი – ანატომიები
მარაგშია
ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
მარაგშია
გიორგი შონია – რობოტების ყვავილები
მარაგშია
ლია სტურუა – შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი
მარაგშია
კატო ჯავახიშვილი – დედაჩემმა მითხრა, რომ
მარაგშია
ბესიკ ხარანაული – დიდი სმა
მარაგშია
ნათელა ჯანელიძე – პირანიები
მარაგშია
