arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ინ • ტელე • ქტი
თორნიკე ჭელიძის რეკომენდაცია – „უნაყოფო მიწა“
თორნიკე ჭელიძის რეკომენდაცია – „უნაყოფო მიწა“
რუბრიკა „ინტელექტის“ პარასკევის რეკომენდაცია პოეტ თორნიკე ჭელიძისგან –  ტომას სტერნზ ელიოტის უნაყოფო მიწაა
 
ტომას სტერნზ ელიოტის უნაყოფო მიწის  შესახებ პირველად, ამ წიგნის პრეზენტაციისას გავიგე. წიგნის მთარგნელია ზვიად რატიანი და ჩემთვის, პირველ რიგში, ამ კუთხით იყო საინტერსო, რადგან მაშინ, ელიოტს, როგორც ავტორს არ ვიცნობდი. ჩვენს მკითხველს, ალბათ, კარგად მოეხსენება, რომ ზვიად რატიანი ძალიან კარგი პოეტი და მთარგმნელია. მის გემოვნებას და თარგმანებს ყველა ენდობა.
 
მას შემდეგ, რაც ეს წიგნი გადავშალე, პერიოდულად ვუბრუნდები მას და ვკითხულობ. ყოველ ჯერზე მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც ახალს აღმოვაჩენ: ახალ სამყაროს, ახალ შეგრძნებებს, ალუზიებს, ბიბლიური პერსონაჟებიდან, ბიბლიური სიუჟეტებიდან, წარული თუ არარსებული სამყაროებიდან, რომლებიც ამ წიგნშია შეტანილი და შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი, ელიოტის სხვა წიგნებთან ერთად, მოდერნიზმის მთავარ სახედ მიიჩნევა. 
 
ამ წიგნის ღირსება, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად თარგმნილია, არის დედანი ტექსტი, რომელიც ქართულ ტექსტს გვერდით აქვს დართული. ამიტომ ვისაც კარგად ესმის ინგლისური ენა, მას აქვს საშუალება წაიკითხოს ორიგინალი ტექსტი და ასევე, აქვს საშუალება, შეადაროს თარგმანი ორიგინალს.
 
ასევე, დართული აქვს ელიოტის შენიშვნები უნაყოფო მიწისთვის, საიდანაც მე, მაგალითად, ბევრ სხვა ლიტერატურას გავეცანი. 
 
ასე რომ, ლიტერატურის, პოეზიის მოყვარულებისთვის, ერთ-ერთი საინტერესო ტექსტია, საინტერესო მიახლოება საკუთარ თავთან, სამყაროსთან და რაღაც ისეთთან, რაც მუდმივად ახლობელი და საინტერესოა შენთვის". 
 
ტომას სტერნზ ელიოტმა უნაყოფო მიწა 1922 წელს დაწერა. 
გამომცემლობა ინტელექმა წიგნი ზვიად რატიანის თარგმანით, 2013 წელს გამოსცა.