დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური ქმნილება გამოჩნდა 1954 წელს. მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალ მნათობში, იყო გამომცემლობა ნაკადულის დირექტორი 1998-2002 წლებში.
ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა – ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის და სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა
მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე.
მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია საბა ორგზის (2004, 2016), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), პრემია გალა (2012), პრემია ლიტერა (2016); ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2015), 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენს ვებსაიტზე თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამ ვებსაიტის დათვალიერებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას.