ეთერ თათარაიძე
ეთერ თათარაიძე დაიბადა 1956 წლის 15 მარტს, ზემო ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში) — ქართველი პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.
ეთერ თათარაიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დემონოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“.
მუშაობდა პედაგოგად, თბილისის მე-6 და 53-ე სკოლებში (1984-1999).
1985-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა ლექციების კურსს ზოგად ფოლკლორისტიკაში.
2004 წლიდან, ხელმძღვანელობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულებას.
ეთერ თათარაიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ და იტალიურ ენებზე.
აჩვენებს %d შედეგს
