ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, სსრკ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში. მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს დახოცეს. მისი მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი. დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში სადაც მისი მამა მუშაობდა. 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღო საგანმანათლებლო გრანტი ისრაელში სასწავლებლად წასვლისათვის, მაგრამ მამამისმა არ დართო ნება.

ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიულ დიპლომს. მიუხედავად ამისა მას არასდროს უმუშავია პროფესიით. ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მთავარი » ვოლოდიმირ ზელენსკი