ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია დაიბადა 1984 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. 2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 2005-2007 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ გადაცემის წამყვანი. 2006-2007 წლებში გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში იყო „გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი. 2008-2009 წლებში იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე.

2008–2009 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2003-2007 წლებში დაასრულა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით.

2010 წელს ზაზა გაბუნია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ამავე მოწვევის საკრებულოში, 2013 წელს დაიკავა ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა ჯაბა სამუშიასთან ერთად). 2014–2016 წლებში ― თბილისის მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის თემქის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2017-2020 წლებში იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.

2022 წელს ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით მექსიკაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი თარგმანი გამოიცა.

2023 წლის 29 მარტს მეხიკოში, ლათინოამერიკული უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა „დიპლომატიაში გამორჩეული და ბრწყინვალე მიღწევებისათვის“.

2024 წელს „საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“ მეხიკოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის დიდი პრემია გადაეცა.

გამოქვეყნებული აქვს რომანი „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ და პუბლიცისტური წერილების კრებული „პუბლიცისტური მოდუს ვივენდი“. არის ელიტარული ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?“, ბროლის ბუს მფლობელი.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მთავარი » ზაზა გაბუნია