ზაზა ხალვაში

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში. დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და
ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით,
ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო
ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და
რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად,
აჭარის ტელე-რადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი
რაიონების რესურსცენტრის უფროსად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის
სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად. 1997 წლიდან მუშაობდა ბათუმის
ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, იყო უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილე, კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩეული იყო
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები:
„ჟამი“ (“საქართველოს ტელეფილმების სტუდია”, 1985),
„აქ, ჩვენთან“ (“ქართული ფილმი”, 1990),
„მიზერერე“ („ქართული ფილმი“ და კომპანია „ვერძი“, 1996),
„ისევ სსრ კავშირში“ (სამი სერია, აჭარის ტელევიზია, 2000.),
„მგლების ხორუმი“ (ტელეკომპანია „იმედი“, 12 სერია, 2003)
„სოლომონი“, 2015
„ნამე“, 2018

მიღებული აქვს შემდეგი პრემიები და პრიზები:

მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო
კინოფესტივალზე ჟიურის ვერცხლის პრიზი (1992წ.)

მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის არსენალი, დიპლომი – საუკეთესო რეჟისურისათვის, (1993წ.)

მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით (1994წ.)

ბაბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი –
საუკეთესო უცხოური ფილმისათვის (1992წ.)

მოსკოვის (რუსეთი) ახლაგზარდული საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით საუკეთესო დებიუტისათვის (1992წ.)

მოსკოვის (რუსეთი) XIX საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი პირველი
ფილმისათვის (1992წ.)

პარიზი (საფრანგეთი) სპეციალური პრემიერა საფრანგეთის კინოცენტრში
ფილმი „მიზერერე“ დაჯილდოვდა რიგის (ლატვია) საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით (1977წ.) ასევე ანაპა (რუსეთი) სნგ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომით (1997წ.)

ბათუმი (საქართველო) საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს არწივი,
საუკეთესო რეჟისურისათვის და საუკეთესო სცენარისათვის (1997წ.),

ბერლინი (გერმანია) სპეციალური ჩვენება პროგრამით ახალი ევროპული კინო  1998 წ. ფილმი ნაჩვენები იქნა სპეციალური პროექტის ფარგლებში „თანამედროვე ქართული კინო“
აშშ-ი, რუსეთში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში 1996-1998წწ.

ფილმი „ჟამი“ კიევის (უკრაინა) სტუდენტური ფილმების საერთაშორისო
კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (1982წ.)

მხატვრული ტელეფილმი „მგლების ხორუმი“ 2003 წელს გავრცელდა აშშ-სა და ევროპის გაქირავებისა და საკაბელო მაუწყებლობის ქსელში.

თბილისის საერთაშორისო კინოსფესტივალზე პრიზი საუკეთესო ქართული ფიმი„ოქროს პრომეთე“.

მისი ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს,
ტოკიოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ესპანეთის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

მხატვრული ფილმი „ნამე“ წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“
დაჯილდოების 91-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

მთავარი » ზაზა ხალვაში