თეა ხასაია
თეა ხასაია დაიბადა 1975 წლის 26 დეკემბერს. ქ.ზუგდიდში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. სკოლის წლებში რამდენჯერმე დაიბეჭდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. სკოლა დაამთავრა 1992 წელს.იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმში ჯავახიშვილის ფილიალში,ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მალევე დაიწყო ომი და სწავლა გააგრძელა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. სტუდენტი გოგონა აქტიურად და უშიშრად იღებდა მონაწილეობას ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჯერ,კიდევ ნორჩ ფაქიზ სულს წარუშლელი დაღი დაასვა და გაახევა ზვიად გამსახურდიას დაღუპვამ და ეროვნული მოძრაობის კრახმა.ლექსების წერა რატომღაც 20 წლით შეწყვიტა. ჰყავს 29 წლის ქალიშვილი მეგი, 9 წლის შვილიშვილი ნიკოლოზი.
2023 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური სადებიუტო კრებული ,„წუთისოფლის არალეგალი “.
აჩვენებს %d შედეგს
