თემო ჭახნაკია
თემო ჭახნაკია, დაიბადა 1992 წელს — ლიტერატორი, პოეტი, ბლოგერი, სამართლის მაგისტრი. დაიბადა სამტრედიის სოფელ ჩხენიშში. ამჟამად სწავლობს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, ქართული ფილოლოგიის განხრით.
ისტორიული გვერდის „სამტრედია-ცნობილი სამტრედიელების“ (2018) და შემეცნებითი ბლოგების „პოეზიარი – ავტორთა და მხატვართა წარმოჩენის“ (2017) შემქმნელი. მე-20 საუკუნის სამტრედიის ისტორიის მკვლევარი. 2012-2025 წლების შუალედში 30-ჯერ გამოაქვეყნა ლიტ. პერიოდიკაში ლექსები, ხოლო 2024-2025 წლებში – 20 ლიტერატურულ-ესსეისტური წერილი.
სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო სხვადასხვა ლიტერატურულ პრემიაზე:
ტერენტი გრანელის პრემიის ლაურიატი (2021)
მუხრან მაჭავარიანის პრემიის ლაურიატი (2023)
წინანდლის პრემიის ფინალისტი (2022)
გამოცემული აქვს წიგნები:
„პოეზიის დილეგი“ 2014 წელი;
„ყვავილების ქოხი“-ლექსები, მოთხრობები, გამონათქვამები 2016 წელი;
„წვიმების სეზონი“ 2022 წელი
აჩვენებს %d შედეგს
