თინა ჭილაძე
თინა ჭილაძემ ყველასთვის საინტერესო წიგნი დაწერა. მისი პირადი ცხოვრება თავიდანვე და ბუნებრივად გახდა სახელოვანი ძმების თანამდევი, რამაც წიგნის ავტორი უამრავი შინაურული თუ საზოგადო ამბის თვითმხილველი გახადა.
დოკუმენტურ პროზაში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს, მით უფრო თუ ის გულწრფელად და მაღალი ოსტატობითაა დაწერილი. თინა ჭილაძე „თამაზთან და ოთართან ერთად“ შთამბეჭდავად აგრძელებს ქართული ავტობიოგრაფიული პროზის ტრადიციებს და ამასთან ერთად, იმ უნიკალურ მოვლენასაც უფრო გამოკვეთს, რასაც აქამდე მკითხველი იზაბელა რემბოს და ზოზია კვირკველიას სახელებით იცნობდა. ესაა დისგან ლამის ცხოვრების ერთადერთ მიზნად დასახული უანგარო თანადგომა და თავდადება ძმებისადმი.
აჩვენებს %d შედეგს
