იაკი კაბე

იაკი კაბე (დ. 1982 წლის 17 ნოემბერი) — ქართველი მწერალი, პოეტი, რედაქტორი და ადამიანის უფლებების დამცველი, რომლის შემოქმედებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ომის, ემიგრაციის, მეხსიერებისა და წინააღმდეგობის თემებთან. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ლირიკული სიღრმითა და სოციალური სიმწვავით, რითიც იგი ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ იქცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

იაკი კაბემ განათლება მიიღო თბილისის სულიერ აკადემიასა და თბილისის და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებია „გამოსვლის წიგნი“ (2018), რომელიც ემოციური სიზუსტითა და პოეტური ენით გადმოსცემს აფხაზეთის ომის საშინელებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შექმნილ ახალ რეალობას. რომანი მოთხრობილია თერთმეტი წლის ბიჭის თვალით, რომელიც ბებია-ბაბუასთან ერთად დაბა განთიადში ცხოვრობს, ლიტერატურული გმირი, რომელიც მკითხველს ომის ტრავმას ბავშვური გულწრფელობითა და სიღრმით აჩვენებს. „გამოსვლის წიგნი“ გამოქვეყნდა არაერთ ენაზე და საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო.

მისი თურქულენოვანი გამოცემა 2020 წელს თურქეთის წამყვანი წიგნის მაღაზიათა ქსელის, Pandora-ს ბესტსელერების სიაში მოხვდა. რომანი გერმანულად გამომცემლობა Wieser Verlag-ის მიერ გამოიცა და თარგმანის წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხდა, ხოლო არაბულ ენაზე იგი 2022 წელს გამოიცა ეგვიპტეში და ავტორი კაიროს წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნა მიწვეული. იაკი კაბეს სხვა ცნობილი წიგნებია: „წერილები და მავთულხლართები“ (2010), „იაკი კაბე — ლექსები“ (2012), „სახელმწიფო სახრჩოველაზე“ (2013), „ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი — თურქული სიმღერების გზამკვლევი“ (2013), „სამწერტილები“ (2015) “ამაღლების ქუჩა” (2019).

მისი უახლესი პოეტური კრებული, „მოქალაქე“ (2023), წარმოადგენს სოციალურ და პოლიტიკურ პოეტურ მანიფესტს, რომელიც ღიად და პირდაპირ საუბრობს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, თავისუფლებასა და სხვა კრიტიკულ თანამედროვე თემებზე. „იაკი კაბეს“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული მისი ლექსები საქართველოში ბესტსელერად იქცა 2013 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია თურქულ, ინგლისურ, არაბულ, ლიტვურ, რუსულ, ფრანგულ, ბელარუსულ, ბულგარულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, რაც მისი შრომების საერთაშორისო მნიშვნელობასა და მასშტაბს უსვამს ხაზს.

ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, ირაკლი კაკაბაძე აქტიურად იბრძვის სიტყვის თავისუფლებისა და კულტურული თვითმყოფადობის დასაცავად.

იგი არის ლიტერატურული ჟურნალის „ქართული მწერლობა“ მთავარი რედაქტორი — გამოცემისა, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურას ემსახურება, არამედ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ინტელექტუალური პლატფორმაა საქართველოში. ამჟამად ირაკლი კაკაბაძე ცხოვრობს სტამბოლში, ასწავლის ქართულ ენას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის ქართული კულტურული ცენტრის „გალაკტიონისა“ და თურქეთში ქართველთა სათვისტომოს დამფუძნებელი.

იაკი კაბე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებსა და კულტურულ პროგრამებში, სადაც სიტყვას, ლექსსა და ისტორიას იყენებს კულტურათაშორისი დიალოგისა და ჩაგრულთა ხმის გასაძლიერებლად.

მთავარი » იაკი კაბე