გიორგი ხორბალაძე

გიორგი ხორბალაძე დაიბადა1981 წლის 30 დეკემბერს, ქარელის რაიონის სოფელ
ბებნისში.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ქარელის #2 საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-ფილოლოგიის
სპეციალობით.
2013 წელს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, თემაზე –
,,გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები” და მიენიჭა ფილოლოგიის
დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2004-2006 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)” რაიონული კოორდინატორი.
2006-2007 წლებში მუშაობდა #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, კომისიის
მდივნისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე ხოლო, 2008-2010 წლებში იყო
ამავე კომისიის თავმჯდომარე.
2010 წელს მუშაობდა გორის #3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.
2010-2011 წლებში ეკავა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიცია.
2011-2024 წლებში იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ხოლო 2024 წლიდან ამავე უნივერსიტეტის რექტორის მჩევლის პოზიციაზე
აგრძელებს საქმიანობას.
ამავდროულად (2014 წლიდან დღემდე), არის გორის უნივერსიტეტის პროფესორი.
იგი ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო კვლევისა – ქართულ და მსოფლიო
ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. 2024 წელს მიენიჭა პრემია ,,საგურამო“
ლიტერატურის კრიტიკის დარგში. გიორგი ხორბალაძის ავტორობით გამოქვეყნებულია სამი
სამეცნიერო მონოგრაფია (1.,,იების სევდა – გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითდი
ტენდენციები“, 2015 წ.; 2.,,რაკურსი – ლიტერატურული ნარკვევები“, 2018 წ.; 3.,,ახლიდან

წასაკითხი ლიტერატურა (ანტისაბჭოთა პათოსი და ბიბლიური პარადიგმები ნოდარ
დუმბაძის შემოქმედებაში“ 2024 წ. ).
გარდა სამეცნიერო მონოგრაფიებსა, პერიოდულად აქვეყნებს მხატვრულ შემოქმედებასაც,
გამოქვეყნებული აქვს სამი პოეტური კრებულიც (1.,,მთვლემარე განთიადი“, 2003 წ.;
2.,,წვიმის სურათი“, 2007 წ.; 3. ,,დარდის ჩემოდანი“, 2019 წ.).
ამჟამად ცხოვრობს გორში.
ჰყავს მეუღლე – დიანა შემშენოვი და ორი ვაჟი – ზუკა და ლუკა.

მთავარი » გიორგი ხორბალაძე