თათია მელაშვილი
მოკლე ბიოგრაფიული ცნობა
თათია მელაშვილი
დავიბადე 1973 წელს. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. გენეტიკის სპეციალობით.
პროფესია შევიცვალე სამუშაო გამოცდილებასთან ერთად. 1997-2023 წლებში
ვიმუშავე სახელმწიფო სამსახურში: პარლამენტი, შსს, თავდაცვის
სამინისტროები; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროში – ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.
2015 წელს, აუტიზმის მქონე ბავშვების სხვა მშობლებთან ერთად დავაფუძნეთ
საქველმოქმედო ფონდი „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“. ამ
ფონდის ეგიდით, საქველმოქმედო სახსრებით, ვაშენებთ აუტიზმის ეროვნულ
ცენტრს -ფერად ქალაქს, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციით და
რეგიონში ანალოგი არ აქვს. ცენტრი მოემსახურება მოზარდ და ზრდასრულ
აუტიზმის მქონე ადამიანებს, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.
2020 წელს დავწერე წიგნი ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის შესახებ “ჩემი და ლუკას
ამბავი – #მეაქვარ!“. წიგნი შეეხება ერთი ოჯახის ისტორიას, იქ – სადაც აუტიზმია.
წიგნის რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალიც, მთლიანად საქველმოქმედო
ფონდში გადაირიცხა და ფერადი ქალაქის მშენებლობის პროცესს მოხმარდა.
2025 წელს დავაფუძნე კომპანია „ფრაიბურგის ონკოლოგიური მედიცინის
ცენტრი“, რომლის საშუალებითაც პაციენტებს – გერმანული, ხარისხიანი
მკურნალობის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ.
აჩვენებს %d შედეგს
