სალმან რუშდი
ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი სალმან რუშდი 1947 წელს დაიბადა. პირველი წარმატება რუშდის მეორე რომანმა „შუაღამის შვილებმა“ მოუტანა. მწერლის რომანმა „სატანურმა ლექსებმა“ რადიკალ მუსლიმთა რისხვა დაიმსახურა და ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ მის წინააღმდეგ „ფატვა“ გამოაცხადა, ეს იყო რელიგიური განკარგულება, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა. ამის გამო ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. 2022 წელს ნიუ-იორკის შტატში საჯარო ლექციაზე მას სცენაზე თავს დაესხნენ. იგი დაიჭრა და ნაწილობრივ მხედველობა დაკარგა. სალმან რუშდის მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, სამგზის ბუკერის პრემია, ევროკავშირის არისტეიონის პრემია ლიტერატურის დარგში. იგი არის სამეფო ლიტერატურული საზოგადოების წევრი და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი.
აჩვენებს %d შედეგს
