სარა მესა

სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა, ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთიერთობები. მესამ თავისი ლიტერატურული კარიერა დაიწყო როგორც პოეტმა, თუმცა, საყოველთაო აღიარება პროზაული ნაწარმოებებით მოიპოვა. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, სადაც ყოველდღიური ცხოვრება შემაშფოთებელი და გაუსაძლისი ხდება. სარა მესას მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვს ტაბუირებული თემები და სოციალური ნორმები. სარა მესა თანამედროვე ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხმის ავტორია. მისი რომანი „სიყვარული“ 2020 წელს გამოიცა და ნამდვილ ბესტსელერად იქცა. რომანის საფუძველზე ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა ისაბელ კოიშეტმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.

მთავარი » სარა მესა

ნაჩვენებია ყველა 2 შედეგიSorted by latest