ნივთის დაბრუნების პირობები

  1. წინამდებარე მუხლის დებულებები, რომელიც შეეხება 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში ნივთის უპირობო დაბრუნებას, ვრცელდება მხოლოდ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები.
  2. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/პროდუქტის დაბრუნების უფლებით. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე არსებული დაბრუნების ფორმის სრულად შევსება. (ფორმა განთავსებულია შეკვეთის ისტორიაში თითოეული ნივთის გასწვრივ. აღნიშნულის განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადახვიდეთ შეკვეთის ისტორიაში, ნახოთ კონკრეტულად დასაბრუნებელი ნივთი და დააჭიროთ მის გასწვრივ არსებულ დაბრუნების ღილაკს.)
  3. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. 
  4. თუ თქვენ 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
  5. დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 (შვიდი) კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი. ნივთის დაბრუნებას გამომცემლობისთვის ახდენთ საკუთარი ხარჯებით)
  6. ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი #5 ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00 საათებში. 
  7. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვა). შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბრუნების ფორმას ვერ შეავსებთ დაბრუნების ღილაკზე დაჭერით. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში პრეტენზია უნდა დააფიქსიროთ კომპანიასთან. 
  8. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი. 
  9. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილს/დოკუმენტს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება, (ყდის/ფურცლის დაზიანება; წიგნს ეტყობა გამოყენების კვალი და სხვა ცვლილებები) კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ავთენტურობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.

პროდუქციის შეკვეთის გაუქმება

გამომცემლობა ინტელექტი ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ:

1.  თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 8 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა შეძენილი ნივთი;

2. მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
3. ნივთი დაზიანებულია, ან წუნდებულია