arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
მშვიდი ცურვა
მშვიდი ცურვა
ISBN:
978-9941-446-96-2
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
200
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
მაგარი
ფასი:
14.06


მშვიდი ცურვა ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანია – ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები მისი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან.

 

რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში – მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი, რომლის ინკარნაციასაც რომანში, ასევე ბოროტი ძალის – ქოსა რობოტის, ფონ კლაინეს სახეში ვხედავთ.

 

ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი, თავისი სიურეალისტური ესთეტიკით, თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევაზეც მიანიშნებს.

 

ქართულ ლიტერატურაში ანტიუტოპიური სამყარო სრულყოფილი სახით პირველად მშვიდ ცურვაში გვხვდება. მშვიდი ცურვის არამატერიალურ განზომილებაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ბოროტების ემისრების წყალობით, სიცოცხლეზე კონტროლია დაწესებული – აქ ყველა 44 წელი ცოცხლობს, მკვლელობა და თვითმკვლელობა წახალისებულია, რაც გამართლებულია იმ ლოგიკით, რომ ისინი „კეთილს სჩადიან“ რადგან მატერიალური სამყარო სინამდვილეში წარმავალია და მარადისობა სხვა განზომილებაში გადასვლით იწყება.

 

წიგნს ერთვის საინტერესო ფოტომასალა.

 

ირაკლი ჩარკვიანის მშვიდი ცურვა 2014 წელს გამართული ლიტერატურული მარათონის – ჩემი წიგნის გამარჯვებულია.  




 


ავტორის წიგნები
ვრცლად