arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
წინ მარადისობაა
წინ მარადისობაა
ISBN:
978-9941-410-90-1
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
312
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
4.00


ყიდვა

ოთარ ჭილაძის შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეულ ადგილს იკავებს პუბლიცისტიკა – წერილები, ესეები და ინტერვიუები – უკიდურესი შეუპოვრობით ნათქვამი სიმართლე, უწყვეტი ფიქრი მარადიულ სატკივარზე, წარსულზე, გადარჩენასა და გადაშენებაზე, და მთავარი – თანამედროვეობის პირუთვნელი შეფასება.

 

პირველად ქვეყნდება სალიტერატურო პრესაში გაბნეული და მწერლის არქივში ჩარჩენილი სიტყვები – გამოხმაურებანი ქართული საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებზე, გზის დალოცვა ახალგაზრდა ავტორთათვის, რომლებიც მორიდებით მიიკვლევენ მწერლობის უხილავ ბილიკებს.

 

აღსანიშნავია მოკლე ავტობიოგრაფია, შეჯამება ერთი კაცის წუთისოფლისა, საოცარი თავმდაბლობითა და ფაქიზი იუმორით დაწერილი, ახალი სამზერიდან რომ გვიჩვენებს ოთარ ჭილაძის პიროვნებას.



 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად