arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
იცხოვრო, რომ მოჰყვე
იცხოვრო, რომ მოჰყვე
ISBN:
978-9941-454-73-8
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
570
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
25.00


ყიდვა

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

 

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ათწლეულები ელოდნენ. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“.

 

იცხოვრო, რომ მოჰყვე უშურველად გვიხსნის მეოცე საუკუნის ყველაზე მისტერიული ესთეტიკის საიდუმლო კარს. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება.

 

იცხოვრო, რომ მოჰყვე დიდი მწერლის შემოქმედების გზამკვლევია. უფრო მეტიც, სავალდებულო საკითხავი კაცობრიობის იმ მშვენიერი ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ როგორც მარკესი ამბობდა: „დიდი წიგნები მხოლოდ ქაღალდზე არ იწერება, დიდ წიგნებს ცხოვრება წერს და თითქმის ყოველთვის მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით“.

 

წაიკითხეთ რომანის პირველი თავი





 


ავტორის წიგნები
ვრცლად